მოწევა მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის–ეს სიტყვები ერთნაირად ნაცნობია როგორც მწეველი ისე არამწეველი მოსახლეობისთვის.მიუხედავად ამისა მწეველთა უმრავლესობას გაცნობიერებული არ აქვს თუ რა საფრთხეს უქმნის სიგარეტი მათ სიცოცხლეს და მის მიმართ მონურ მორჩილებაში იმყოფებიან.ზოგი დარდის გასაქარვებლად,ზოგიც კი მოდის აყოლის მიზნით უარს ამბობს იმ „სიამოვნებაზე“ რომელსაც არასახარბიელო შედეგი შეიძელბა მოჰყვეს.იმაში დასარწმუნებლად რომ მოწევა ნამდვილად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს,საჭიროა ნათლად დავინახოთ ის უარყოფითი გავლენა,.რასაც სიგარეტი ახდენს თითოეული ჩვენთაგანის ფიზიკურ თუ სულიერ სიჯანსაღეზე.
მწეველთა დიდი ნაწილი ფიქრობს,რომ სიგარეტის საშუალებით ყველა უსიამოვნებას ივიწყებს,თავისუფლად აზროვნებს,მაგრამ თუ გაითვალისწინებს მის მავნებლობას,მაშინ ადვილად მიხვდება,რომ სიგარეტის ბოლს შეიძლება თავისი სიცოცხლეც გაატანოს.სიგარეტში დაახლოებით 400 ქიმიურ ნაერთს ითვლიან.თითოეული მათგანი თავისებურ საფრთხეს უქმნის ადამიანის ორგანიზმს.თამბაქოს მწეველები ხშირად ავადდებიან ცხვირ–ხახის,საყლაპავის,შარდის ბუშტის ,ფილტვის კიბოთი.მათ კუჭის წყლული ათჯერ,სტენოკარდია ცამეტჯერ და გულის ინფარქტი თორმეტჯერ უფრო ხშირად ემართებათ ვიდრე არამწეველებს.ხშირად კიდურების არტერიების ანთება–შევიწროების შედეგად,თამბაქოს მწეველებს უვითარდებათ ქსოვილების სიკვდილი ანუ განგრენა,რის გამოც აუცილებელი ხდება კიდურის მოკვეთა.თამბაქოს მოწევა უარყოფითად მოქმედებს ფსიქონერვულ სფეროზე,შინაგან სეკრეციის სისტემაზე და გრძნობის ყველა ორგანიზმზე.სიგარეტი ასევე დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის ძირითად სასიცოცხლო ფუნქციის მატარებელ ორგანოებზე–სასუნთქ სისტემაზე.იგი აზიანებს ბრონქების ლორწოვან გარსს,რაც იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს,ეს კი ზოგჯერ ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით მთავრდება.სიგარეტი ხელს უწყობს ფილტვის დაავადებების განვითარებას.ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი მწეველთა შორის თითქმის ორჯერ მეტია.მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთ 95% მწეველები არიან.
თამბაქო არამცოლოდ ფილტვებ,საყლაპავ მილსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს,არამედ სხვა სახის–პანკრეასის,თირკმელების,კუჭის,სარძევე კჯურკვლებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმოქმნის საფუძველს ქმნის,რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დაავადებებზე,როგორიცაა:კანის ნაადრევი დაბერება,ნაყოფიერების დაქვეითება,მხნეობის დაკარგვა,ნაადრევი მენო პაუზა და სხვა.თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება ასევე კბილის მიანქარი,რაც იწვევსკარიესის გაჩენას.ხშირად ჩნდება სტომატიტ.ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა,რაც ხელს უწყობს კბილის ქვის გაჩენას.თამბაქოს ბოლი შეიცავს ამიაკს რომელიც აღიზიანებს პირის ღრუს,ლორწოვანს,ჯირკვალს,ხორხს,ტრაქეას,ბრონქებს.სიგარეტის მწეველს ღვიძლი გაფაშრებული აქვს.თამბაქოს წევის დროს,განსაკუთრებით ახალგაზრებში ხახის პირი ერთგვარად ანთებითი ხდება და ვითარდება ანგინა.თამბაქოს ბოლი აგრეთვერ გავლენას ახდენს მბგერავ იოგებზე.
ამ უკანასკნელ წლებში სერიოზულ ყურადღებას აქცევენ თამბაქოს ბოლის მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.1 კგ თამბაქოდან მოწევის დროს ბოლში ხვდება 30–დან 70 გრ–მდე კუპრის მაგვარი ნივთიერება.ჯერ კიდევ 1939 წელს ერთმა არგენტინელმა მეცნიერმა თვისობრივი ანალიზის მეთოდით შეძლო დაემტკიცებინა თამბაქოს ბოლში ბეზიპირენის არსებობა,ამას ახასიათებს ავთვისებიანი სიმსივნე.ორი ცალი სიგარეტის მოწევის შემდეგ სისტოლური წნევა საშუალოდ 38მმ–ით მატულობს.დიასტოლური კი 30 მმ–ით.ნიკოტინის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვთა სპაზმები,სხეულის სხვადასხვა ნაწილში და სხვადასხვა ორგანოებში. მათ შორის გულში და ქვედა კიდურებში.სისხლით გულის კუნთის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების სპაზმა შეიძლება გამოიწვიოს.
თერაპევტების საკავშირო ყრილობაზე 1956 წელს ოქტომბერში პროფესორმა ვოვსიმ განაცხადა რომ გულის ანგინის თავიდან აცილებაში არსებით როლს ასრულებს თამბაქოს წევის შეწყვეტა.როგორც ზევით ითქვა ნიკოტინი იწვევს ქვემო კიდეურების სისხლძარღვთა სპაზმსს,რაც ხელს უწყობს მაობლიტირებელი ედნდარტებიიტის განვითარებას.ამ დაავადების ერთერთი ნიშანია კოჭლობა.ერთი ცალი პაპიროსის მოწევისას თამბაქო მწეველის ორგანიზმში 1 მილიგრამ ნიკოტინს ტოვებს,ადამიანისთვის კი მომაკვდინებელია 50 მილიგრამი. რატომ იწყებს ადამიანი მოწევას? ამ კითხვაზე პასუხი მრავალგვარია: მოზარდების ნაწილი მოწევას იწყებს, რათა მთელ ქვეყანას დაანახოს, რომ უკვე დიდია და ამ ჟესტით საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობს.

ახალგაზრდა გოგონები და ქალბატონები კი ხელში ანთებული სიგარეტით “პოზიორობენ”. ხშირად სიგარეტის კვამლში გახვეული მწეველი წამიერ სიამოვნებას განიცდის და მცირე ხნით ივიწყებს გარშემო არსებულ პრობლემებს. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებენ, რომ ამით ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას, ახლობლებსა და მომავალ თაობასაც.არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სიგარეტის მოწევა ორსული ქალბატონებისთვის კატეგორიულად იკრძალება, რადგან ვფიქრობთ, იმდენად ცხადია, შეხსენება არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ… რაც შეეხებათ მწეველ მამებს, კვლევამ აჩვენა, რომ მათ შვილებს უფრო ხშირად ემართებათ სიმსივნური დაავადებები, ვიდრე არამწეველებისას.როგორც ექიმები გვირჩევენ: მომავალი მამები უნდა ეცადონ, განაყოფიერებამდე სამი თვით ადრე მაინც შეწყვიტონ მოწევა.რეკლამა თუ ანტი რეკლამა? რას ემსახურება ფრაზა სიგარეტის კოლოფზე “მოწევა კლავს!”ცნობილი ფაქტია, რომ “მალბოროს” რეკლამის სამი სახე სწორედ თამბაქოს წევამ იმსხვერპლა, დეივიდ მილარი 1987 წელს გარდაიცვალა ემფიზემით, უეინ მაკლარენი 1992 წელს – ფილტვების კიბოთი, ხოლო დეივიდ მაკლინი – 1995 წელს, ისიც ფილტვების კიბომ შეიწირა.თამბაქოს ზოგიერთ მწარმოებელს ეცოტავება ის მავნე ნივთიერებები, რომელსაც თამბაქო ბუნებრივად შეიცავს და იმისთვის, რომ სიგარეტს მოდური მოცისფრო კვამლი “ამშვენებდეს”, მასში ნაფტალინს ამატებს, ეს ნივთიერება კი ნამდვილად არ რგებს.უნდა გვახსოვდეს, რომ თამბაქო ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონობით მწეველს იწირავს. ნუ ჩადგებით ამ რიგში . . .

სტატისტიკა (მსოფლიო და საქართველო) – მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი – ყოველ 8 წამში). თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად.საქართველოში მწეველთა კუთხით მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა საბაზისო გამოკვლევის მონაცემებით, დღეს თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%.მამაკაცებს შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის – 16-22%. სავარაუდოდ, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უმძიმესი ვითარებაა მოზარდებში, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9%–ით გაიზარდა. მოზარდთა 42,4% მწეველია.ნიკოტინი – თამბაქო, ერთი შეხედვით, ლამაზი და უწყინარი მცენარეა, თუმცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ 8 წამში ერთ ადამიანს კლავს. თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი – 1-4%, ნახშირწყლები – 2-20%, ორგანული მჟავები – 5-17%, ცილები – 1-13%, ეთერები – 0,1-1,7%.ნიკოტინი წარმოადგენს მასტიმულირებელ ნივთიერებას, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ააქტივებს და მსუბუქ ეიფორიას იწვევს. ამას გარდა, თამბაქოში არსებული შხამები ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედამდე აღწევს. ნიკოტინი მცენარეული წარმოშობის ალკალოიდია, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.იგი ისეთივე ნივთიერებაა, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი. ნიკოტინი საწამლავია, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს, ის ჩასუნთქულ კვამლთან ერთად ჩადის ფილტვებში, სწრაფად გადადის სისხლში და თავის ტვინს აღწევს 8 წამში. ნიკოტინი მცირე დოზით აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სუნთქვის ცენტრს. აძლიერებს ნერწყვის გამოყოფას, ავიწროვებს გუგას, იწვევს მაჯისცემისა და არტერიული წნევის მომატებას.ერთი ღერი სიგარეტი შეიცავს 0,3-დან 2 მგრ-მდე ნიკოტინს და 8-35 მგრ- მდე ფისს.თამბაქოს წვისას წარმოიქმნება ძირითადი და გვერდითი კვამლი. ძირითადი კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას.გვერდითი კვამლი ვრცელდება ჰაერში და უფრო საშიშია, რადგან ის შეიცავს 4-5-ჯერ მეტ ნახშირჟანგს, 3-ჯერ მეტ ნიკოტინსა და ფისს, 45-ჯერ მეტ ამიაკს, 4-ჯერ მეტ ბენზეპირენს.თამბაქოს კვამლში შემავალი 40 ნივთიერება (კანცეროგენი) იწვევს სხვადასხვა სახის სიმსივნეებს. თამბაქოს კვამლის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერებაა ნახშირის მონოქსიდი (რომელიც გამოიყოფა მანქანის გამონაბოლქვში).თამბაქოს მოწევა იწვევს უამრავ დაავადებას: ქრონიკულ ბრონქიტს, ფილტვების კიბოს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს; ინფაქტს, გულისა და ტვინის სისხლძარღვების უამრავ დაავადებას, პირის ღრუს, ხახის, საყლაპავი მილის, შარდის ბუშტის, თირკმლების, ყელისა და მკერდის კიბოს.მოწევა ფეხმძიმობის დროს – ბოლო წლებში გაიზარდა მწეველი ქალბატონების რაოდენობა. შემაშფოთებელია ისიც, რომ ქალბატონების გარკვეული ნაწილი მოწევას არც ფეხმძიმობისას ერიდება, რაც ნაყოფზე უარყოფით გავლენას ახდენს.თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს.

ფერხდება ნაყოფის განვითარებისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. ზრდის მუცლის მოშლის რისკს ან განუვითარებელი ბავშვის დაბადების საშიშროებას. თამბაქო მოქმედებს ბავშვის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ განვითარებაზეც, რადგან ბავშვის ტვინს საჭირო სისხლისა და ჟანგბადის რაოდენობა არ მიეწოდებოდა.ასევე, არამწეველებთან შედარებით, მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა.გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თამბაქოს მომხმარებელ ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია და იზრდება უშვილობის რისკიც. მწეველთა შვილებს უფრო ემართებათ სიმსივნური დაავადებები, ვიდრე არამწეველთა შვილებს. ვინაიდან მოწევა აზიანებს სპერმას, მამებმა უნდა ეცადონ, განაყოფიერებამდე სამი-ოთხი თვით ადრე მაინც დაანებონ თავი მოწევას. მოწევა ზრდის ახალშობილთა უეცარი სიკვდილიანობის ალბათობასაც.პასიური მოწევა – მოწევა რომ მავნებელია, ამას მტკიცება აღარ სჭირდება, თუმცა ბევრი მწეველი არ ითვალისწინებს, რომ მოწევით არა მარტო საკუთარ თავს აყენებს ზიანს, არამედ მის გარშემო მყოფებსაც აზარალებს.რატომ არის “მეორადი კვამლი” სახიფათო?სიგარეტის “მეორადი კვამლი” შეიცავს 4 000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის, წყალბადის ციანიდს (გაზი, რომელიც აზიანებს ფილტვებს) 160-ჯერ მეტი რაოდენობით, რა რაოდენობაც მიჩნეულია სახიფათოდ.შეიცავს იგივე რაოდენობის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რასაც ჩაისუნთქავს თვით მწეველი. ოთახის განიავება, ან ვენტილაცია ვერ დაგიცავთ “მეორადი კვამლისგან”. სიგარეტის კვამლი დიდხანს რჩება გარემოში (ჰაერში, ტანსაცმელსა და თმაზე) და ინარჩუნებს ტოქსიკურობას.ეს ფაქტები შემაშფოთებელია, რადგან ჭეშმარიტებას შეესაბამება. აქედან გამომდინარე, როდესაც მოწევას დააპირებთ, წამით დაფიქრდით იმ საფრთხეზე, რასაც უქმნით თქვენ გარშემომყოფთ.სიგარეტის პასიური მოწევისგან 2010 წელს 600 000 ადამიანი დაიღუპა მსოფლიოს მასშტაბით.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 192 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევით, პასიური მოწევა ყველაზე დიდ საფრთხეს ბავშვებისთვის იწვევს. პასიური მწეველები, ანუ არამწეველები თამბაქოს კვამლის შესუნთქვის შედეგად იმავე დაავადებებით ავადდებიან, რითაც მწეველები.გარდა იმ ფიზიკური ზიანისა, რასაც სიგარეტის მოწევით იღებს ადამიანი, უნდა გვახსოვდეს, რომ ამით ჩვენს სულსაც ვაზარალებთ. მოწევა დიდ ცოდვად ითვლება და სიგარეტი ეშმაკის საკმევლადაა მიჩნეული.“თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა – ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა,”– ღირსი ამბროსი ოპტინელი.“როდესაც ადამიანი ეწევა, მისი სული უკვე დემონური ძალების ტყვეობაშია. იცოდეთ, რომ (მსოფლიო) წარღვნამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ადამიანები თან დაატარებდნენ წყლით სავსე პატარა დოქებს: ერთმანეთს სთავაზობდნენ ამ წყალს. მათ არც კი უწყოდნენ, რომ წყლით დაიღუპებოდნენ. დღეს კი ყველას ჯიბით ასანთი ან სანთებელა, ე.ი. ცეცხლი დააქვს. პირველი სამყარო უსჯულოებისათვის წყლით განადგურდა, ახლანდელი კი ცეცხლით განადგურებისათვის ემზადება, ამიტომაა, რომ ბევრი ეწევა და ჩვენ დავიწვებით, ფერფლად ვიქცევით,”– არქიმანდრიტი ამბროსი (იურასოვი).
No comments:
Post a Comment